Accentnews.ge
სარჯველაძე – ნამახვანჰესთან დაკავშირებით მომზადებულ უარყოფით დასკვნაზე: "დეტალები არ მახსოვს"

სარჯველაძე – ნამახვანჰესთან დაკავშირებით მომზადებულ უარყოფით დასკვნაზე: "დეტალები არ მახსოვს"

25/05/2021 14:39:52 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე, რომელიც წარსულში იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო და ნამახვანჰესის ხელშეკრულების შესახებ უარყოფითი დასკვნაც მოამზადა, ამბობს, რომ შეფასების დეტალები არ ახსოვს. საქმე ეხება "მთის ამბების" მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტს, რომელიც 22 კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს: დოკუმენტში კრიტულადაა შეფასებული კომპანია "ენკა"–სთან დადებული ხელშეკრულებას იმ თვალსაზრისით, რომ მაქსიმალურად არის დაცული კომპანიის უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები. პარალელურად კი ნამოხვანის ჰესების კასკადის ხელშეკრულებით, ვალდებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა ეკისრება საქართველოს მთავრობას და სახელმწიფო კომპანიებს.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, მსგავსი დასკვნები ბევრ სხვადასხვა ხელშეკრულებაზე გაიცემა ხოლმე.

"მე ამ შენიშვნების დეტალური შინაარსი არ მახსოვს, ისე, როგორც ცალკეული რეგულაციების საკითხი, როგორ იყო კონკრეტულად, იმიტომ, რომ ხშირი იყო, როცა ასეთი ტიპის ხელშეკრულებებზე დასკვნებს ვწერდით, ხან დადებითს, ხან უარყოფითს. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს მუდმივად ხდებოდა. მიჭირს კონკრეტული დეტალების აღდგენა.

მაგრამ იქ რჩევა იქნებოდა მიცემული, რომლის შედეგადაც უნდა მომხდარიყო საკითხებზე მოლაპარაკება და ამის საფუძველზე ხელშეკრულების ცალკეული საკითხების აწონ-დაწონვა. მოლაპარაკების პროცესზე იქნებოდა დამოკიდებული ყველა ამ შენიშვნის გათვალისწინება. არ ვიცი, როგორ მოხერხდა ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, თუმცა, კარგი იქნებოდა". - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S