Accentnews.ge
ლევან ვასაძე ინიციატივით გამოდის, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით არსებული პრობლემა რეფერენდუმის გზით გადაიჭრას

ლევან ვასაძე ინიციატივით გამოდის, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით არსებული პრობლემა რეფერენდუმის გზით გადაიჭრას

25/05/2021 11:41:02 პოლიტიკა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელი ლევან ვასაძე ინიციატივით გამოდის, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით არსებული პრობლემა რეფერენდუმის გზით გადაიჭრას.

"რეფერნდუმის ჩატარებას აქვს თავისი მკაცრად გაწერილი მეთოდოლოგია. ჩვენ, როგორც საინიციატივო ჯგუფი, უნდა მივიდეთ, დავრეგისტრირდეთ, ცესკო-ში შევიტანოთ ეს განაცხადა, მარტივი ფორმულირებით, შესაბამისი განხილვისა და პროცედურების შედეგად, უნდა მოგვეცეს ბლანკები ან ბიულეტენები, რათა კანონით განსაზღვრულ ვადებში შევაგროვოთ ხელმოწერების აუცილებელი რაოდენობა, რომელსაც ისევ მივიტანთ ცესკო-ში. ეს რაოდენობა თუ არ ვცდები, არის 200 000. ვადა გვაქვს სამი თვე. ერთი წამით ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ შევძლებთ ამ რაოდენობის ხელმოწერების შეგროვებას. არსებობს პროცედურები პარლამენტში და პრეზიდენტთან, რომლის გავლის შედეგადაც, ეს საკითხი უნდა დადგეს რეფერენდუმზე“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე თქმით, რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად.

„ჩვენ დავფიქრდით იმაზეც, ქვეყანას როგორ ავაცილოთ დამატებითი ხარჯები და საორგანიზაციო დანახარჯები ამ რეფერენდუმთან დაკავშირებით. ეს არ არის რიგითი საინვესტიციო პროექტი. დიდი ხანია, გასცდა რიონის ხეობის მასშტაბებს, გადავიდა სახალხო მასშტაბში და ნამდვილად იმსახურებს სახალხო აზრის გამოხატულებას. დავფიქრდით, მივედით დასკვნამდე, რომ ამ რეფერენდუმის ჩატარების მარტივი გზა იქნება მისი დაწყვილება ადგილობრივ არჩევნებთან. საარჩევნო ბიულეტენთან ერთად იდება დამატებითი ბლანკი, რომელზეც დაწერილია შეკითხვა, ხართ თუ არა თანახმა, რომ „ნამახვანჰესი“ აშენდეს კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების თანახმად – კი ან არა. არავითარ დამატებით ხარჯებს ეს არ წარმოადგენს, გარდა ქაღალდის დანახარჯისა, მოსალხეობასაც არ მოუწევს ზედმეტად საუბარი. ამით ჩვენ მარტივად გადავჭრით ამ საკითხს“, – განაცხადა ვასაძემ.

როგორც მან აღნიშნა, "რიონის მცველების" პროტესტის ორგანიზებასთან და დაფინანსებასთან კავშირი არ აქვს:

"საჯაროდ ვადასტურებ, რომ არავითარი კავშირი რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტის ორგანიზებასთან, დაფინანსებასთან, ჩემი მხრიდან არ არსებობს, არცერთი დოკუმენტი, არცერთი დასტური ამ ჭორებისა არ არსებობს. ვარლამ გოლეთიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას პოლიტიკა არ აინტერესებს, ის არის უბრალოდ მცველი თავისი ხეობის, მშობლიური ადგილებისა და მე როგორც არავის, მესმის ამ ახლაგაზრდა კაცის პოზიციის, იმიტომ, რომ მეც არაერთი წელი გულწრფელად ვერიდებოდი პოლიტიკას და ძალიან დიდი გაგებით ვეკიდები ამ ადამიანის ასეთ პოზიციას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S