"ძალიან მაწუხებს პარლამენტის შემოსასვლელში რკინის ღობე, იქნებ, ავიღოთ"
25/05/2021 10:21:13 პოლიტიკა
„გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, პარლამენტის შესასვლელში განთავსებული "რკინის ღობე ძალიან აწუხებს".
"დღეს, ჩემი პირველი გამოსვლაა ამ დარბაზში და რამე სასაცილოს თუ ვიტყვი, გთხოვთ არ დამცინოთ. ბევრი რამის თქმა მინდოდა, გუშინ ვლაპარაკობდით კიდეც, რა არის ისეთი მნიშვნელოვანი თემა, რაც შეიძლება, რომ ვთქვა. მართალი გითხრათ, ბევრი ვერაფერი მოვიფიქრე. გადავწყვიტე, რაც ძალიან მაწუხებს ის გითხრათ: ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე. ყოველ დილას რომ უყურებ, ისეთი განცდა გაქვს, ციხეში შედიხარ. ციხეში შესვლა ყოველ დილას არ მინდა. ამის გამო თქვენთან დავიწყე კომუნიკაცია, ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება მინდა, შემოგთავაზოთ, იქნებ, ის ღობე ავიღოთ კონსენსუსით", – განაცხადა მეგრელიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.


