Accentnews.ge
"ევროპარლამენტი უახლოეს პერიოდში წარმოგვიდგენს ხედვას ჟან მონეს დიალოგზე"

"ევროპარლამენტი უახლოეს პერიოდში წარმოგვიდგენს ხედვას ჟან მონეს დიალოგზე"

25/05/2021 10:00:33 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ხედვას საქართველოსთან ჟან მონეს დიალოგის წარმართვაზე.

მისი თქმით, ამ დიალოგის დაწყება ევროპული მედიაციით მიღწეული შეტანხმების ნაწილია.

"ჟან მონეს დიალოგის დაწყება ასევე დგას დღის წესრიგში, რაც ასევე გახლავთ შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილი. ევროპარლამენტის პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში წარმოგვიდგენს ევროპარლამენტის ხედვას პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით და ამ პროცესში ჩართულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ვფიქრობთ, შესაძლებელია ევროპარლამენტის ეს მექანიზმი გამოვიყენოთ შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის პროცესის წარმართვისთვის, რაშიც ყველას ჩართულობა იქნება საჭირო. ევროკავშირის წარმომადგენელების მხრიდან მოვისმინეთ მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაწევრიანების გზაზე 2024 წელს დაგეგმილი ნაბიჯების გადასადგმელად“, - განაცხადა ბოჭორშვილმა.

მისივე თქმით, რეგიონში მიმდინარე მოვლენები ევროკავშირში ცვლის ხედვებს რეგიონთან და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალთან დაკავშირებით:

„დღეს უკვე აღარ ჭირს საუბარი "ასოცირებულ ტრიოზე" და მის საჭიროებაზე ისევე, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ ხდებოდა, რაც დამატებით შესაძლებლობების ფანჯარას აჩენს ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ცალსახად უყურებენ როგორც ლიდერ ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კონსტრუქციულ ჩარჩოებში წარმართვა იმისთვის, რომ არ გავფლანგოთ მცირედი შესაძლებლობაც კი რაც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში".

იხიელთ ასევე: საქართველოს სამოქმედო გეგმა ევროკავშირში წევრობის განაცხადის წარმატებისთვის – კუბილიუსის ანალიზი

ევროპარლამენტი "ჟან მონეს დიალოგის“ ფარგლებში საქართველოს დახმარებას სთავაზობს

„ევროკავშირის წევრობის სანდო კანდიდატობისთვის საქართველომ შიდა სირთულეები უნდა გადალახოს“ – ევროპარლამენტარი ქვეყნის პერსპექტივაზე

"თუ რეფორმები გაგრძელდა, 2027 წელს ევროკავშირში ლიეტუვას პრეზიდენტობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას მისცემს"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S