Accentnews.ge
საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვევა

საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვევა

25/05/2021 10:00:57 პოლიტიკა

26-27 მაისს საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა მეუღლესთან აგატა კორნჰაუზერ-დუდასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სმასახურის ცნობით, პოლონეთის პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა.

ვიზიტის ფარგლებში ანდჟეი დუდა შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S