ევროკავშირის სამიტმა ბელორუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირში ფრენა აუკრძალა და თავის ქვეყნებსაც მოუწოდა, ბელარუსის თავზე არ იფრინონ
24/05/2021 21:22:01 პოლიტიკა
ევროკავშირის სამიტმა ბელორუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირში ფრენა აუკრძალა და თავის ქვეყნებსაც მოუწოდა, ბელარუსის თავზე არ იფრინონ.
ამასთან, სამიტის მონაწილეებმა დააფიქსირეს სურვილი, რაც შეიძლება, სწრაფად შემოიღონ დამატებითი სანქციები მინსკის წინააღმდეგ და კომპანია Ryanair-ის საჰაერო ხომალდის დაუგეგმავი დაშვების საქმის გამოძიება ჩაატარონ.
ცნობისთვის: ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს, ბელარუსის აეროპორტში დაშვებულიყო. ამ დროს ბორტზე იმყოფებოდა ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი. ბელარუსელმა მილიციელებმა ჟურნალისტი აეროპორტშივე დააკავეს, სხვა მგზავრებს კი ვილნიუსისკენ გაფრენის საშუალება მოგვიანებით მისცეს.


