Accentnews.ge
სუბარი – გახარიაზე: "მერობის კანდიდატად კენჭისყრას ვერ გაბედავს"

სუბარი – გახარიაზე: "მერობის კანდიდატად კენჭისყრას ვერ გაბედავს"

24/05/2021 17:15:21 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ექს–პრემიერი გიორგი გახარია მერობის კანდიდატად კენჭისყრას ვერ გაბედავს.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ უკონკურენტოა.

„ვერ გაბედავს, დაველოდოთ და შევხედოთ. ჩვენ არანაირი კონკურენციის არ გვეშინია. ზუსტად ამიტომ მოვაწერეთ ხელი 43%–იან ბარიერზე თანხმობას. თუ 43%–ს ვერ ავიღებთ, ამ შემთხვევაში მზად ვართ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. უკონკურენტო ვიქნებით, ამას მკაფიოდ ვამბობთ და დაინახავთ კიდევაც. გიორგი გახარიამ ბუნებრივია, ძალიან კარგად იცის, რა შესაძლებლობები აქვს“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S