Accentnews.ge
"ღარიბაშვილს მართებს, მადლობა გადამიხადოს"

"ღარიბაშვილს მართებს, მადლობა გადამიხადოს"

24/05/2021 14:30:04 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მართებს, მას მადლობა გადაუხადოს.

„ღარიბაშვილი 24 საათი რომ საუბრობს ენმ–ზე და ჩემზე, აქაც ჩანს, რომ მას მშვიდი ძილის შესაძლებლობა არ აქვს. ღარიბაშვილის ადგილზე მადლობას გადავუხდიდი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს. რომ არა მე და უსამართლობისადმი თავის არდახრა, დღეს პრემიერი იქნებოდა გახარია, ხოლო ღარიბაშვილი იქნებოდა იქ, სადაც იყო. ამიტომ ღარიბაშვილს მართებს, მადლობა გადამიხადოს. მე შევუწყვე ხელი, რომ მოსულიყო პრემიერ-მინისტრად. ისევ მე მეგობრებთან ერთად შევუწყობთ ხელს, რომ ის აღარ იყოს ნომინალურად მაინც პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S