Accentnews.ge
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მხარეებს დიალოგის დაწყებისკენ მოვუწოდებ, ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და შეფასება, თუ რა დევს სასწორზე"

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მხარეებს დიალოგის დაწყებისკენ მოვუწოდებ, ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და შეფასება, თუ რა დევს სასწორზე"

24/05/2021 14:21:38 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

როგორც ელჩი აცხადებს, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია.

„მხარეებს მე მოვუწოდებ დიალოგის დაწყებისკენ, პლატფორმის შექმნისკენ, სადაც ყველა მონაწილე იქნება ჩართული. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით გამჭვირვალობა და სოლიდური შეფასება, თუ რა დევს სასწორზე. ასევე, მივესალმები ენერგოუსაფრთხოების საბჭოს მდივნის ჩართულობას, რაც ვფიქრობ, ორივე მხარის მიერ პოზიტიურად იქნა აღქმული. იმედი მაქვს, რომ ეს სასარგებლო იქნება პროცესის კარგი მიმართულებით წინ წაწევისკენ“, – განაცხადა ჰარცელმა.

ცნობისთვის: მეორე დღეა, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგები აქციას თბილისში მართავენ. ცოტა ხნის წინ აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირს გადაკეტავენ და გზა მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ გაიხსნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S