"გვსურს, ვიხილოთ, როგორ მუშაობს ამომრჩევლის მიერ არჩეული ყველა პარტია ერთად პარლამენტში"
24/05/2021 14:15:16 პოლიტიკა
გვსურს, ვიხილოთ, როგორ მუშაობს ამომრჩევლის მიერ არჩეული ყველა პოლიტიკური პარტია ერთად პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
"ძალიან კარგი სამუშაოა შესრულებული მათ მიერ, ვინც ხელი მოაწერა შეთანხმებას, შევიდა საკანონმდებლო ორგანოში და უზრუნველყო ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის კანონპროექტის ინიცირება, ერთად მუშაობენ სხვა მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებზე. ეს არის ის, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს პარლამენტი და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მალე ასევე შეუერთდება საკუთარ დეპუტატ კოლეგებს პარლამენტში, ერთად იმუშავებენ იმ მნიშვნელოვან გამოწვევებთან გასამკლავებლად, რაც საქართველოს წინაშე არსებობს“, – განაცხადა დეგნანმა.


