Accentnews.ge
რომან გოცირიძე – ჰესზე: “მინდა, დავამშვიდო სააკაშვილი, მის მიერ აშენებული შენობები არ ჩაიძირება”

რომან გოცირიძე – ჰესზე: “მინდა, დავამშვიდო სააკაშვილი, მის მიერ აშენებული შენობები არ ჩაიძირება”

24/05/2021 11:31:06 პოლიტიკა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ეხმაურება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ჰესებთან დაკავშირებით.

“გუშინ ექსპერტმა ბრძანა, ნამახვანი რომ დაინგრეს, არ იქნება 19 მეტრის სიმაღლის ტალღა, მხოლოდ 4 მეტრის სიმაღლის იქნებაო. მინდა ამ ახალი ინფორმაციით დავამშვიდო მიშა, რომელმაც გუშინ ნიკა გვარამიასთან საუბარში განაცხადა, რომ მის მიერ ქუთაისში აშენებული ლამაზი შენობები შეიძლება წყალში ჩაიძიროს. არ მოხდება ასე. 4 მეტრის სიმაღლის წყალი შუშის პარლამენტის მხოლოდ ორ სართულს დატბორავს”, — წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ "დღეს საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის სხვა წყაროები აქვს და ჰესები აღარ არის მთავარი პრიორიტეტი":

“მე ამ ბიჭების [ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები] უმრავლესობა ადამიანურად მესიმპათიურება. უმეტესობის მოტივაცია არის აბსოლუტურად სუფთა და სწორი. თქვენც იყავით იმ ეპოქაში, როდესაც საქართველო ბოლომდე ჩაბნელებული იყო. არ შეიძლებოდა, რომ ჩვენ თავიდან არ აგვეშენებინა ჰესები. ვინც მაგას მეტყვის, რომ როგორ არ მოგტყდათ ის ხელი, რომლითაც დაიწყეთ ენერგეტიკაში წესრიგის დამყარება, ჰესების მშენებლობა, იმ ადამიანს უნდა შევარდნაძის ჭაობში. მეორე საკითხია, რომ მე ავიყვანე ტურისტების რაოდენობა 50 ათასიდან 7 მილიონამდე. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე მიმეღო გადაწყვეტილება, რომ მდინარე რიონი, საქართველოს ისტორიული მნიშვნელოვანი და ულამაზესი მდინარე, შეგვეყვანა მილში? ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ მდინარე რიონი გავაქროთ და წარმოუდგენელია, რომ ისეთი პროექტი ყოფილიყო, რომელიც ქუთაისს შეუქმნიდა საფრთხეს… ქალაქი, რომელშიც ამხელა გული და სული ჩავდეთ, წაეღო წყალს. მე არ მიმაჩნია, რომ ახლა ჰესები არის საქართველოს პრიორიტეტი.. მიმაჩნია, რომ დიდი მიამიტობაა რბილად რომ ვთქვათ, რომ ჩავთვალო, რომ ივანიშვილი არაფერ შუაში არაა არაფერი არ ხდება საქართველოში მის გარეშე. ერთი ჩიტი ვერ გადაიფრენს ბიზნესში საიდანაც ივანიშვილი არ იღებს თავის წილს. ეს იცის ყველამ, ვისაც ჰქონია საქართველოში ბიზნესთან შეხვედრა”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S