კახა კუჭავას პასუხი "რიონის ხეობის მცველებს": "შემოთავაზებული ფორმატი კონსტრუქციულობის ჩარჩოში არ არის"
24/05/2021 11:13:13 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ იგი "რიონის ხეობის მცველებს" ქუჩაში არ შეხვდება.
მისი თქმით, შემოთავაზებული ფორმატი კონსტრუქციულობის ჩარჩოში არ არის.
"ის ფორმატი, რომელიც შემოგვთავაზეს, რა თქმა უნდა, არ არის კონსტრუქციულობის ჩარჩოში. ფიზიკურად შეუძლებელია, საკითების განხილული იქნას ასეულობით ადამიანთან. [...]ჩემი კარები ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, მე შემიძლია შევხვდე რამდენი ადამიანიც შედგება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს", – განაცხადა კუჭავამ.
ცოტა ხნის წინ "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა კახა კუჭავას აქციის მონაწილეებთან ერთად პარლამენტის წინ შეხვედრა შესთავაზა – მივიდოდნენ საკანონმდებლო შენობის წინ და იქ ყველა ერთად მოისმენდა ხელისუფლების სათქმელს. გოლეთიანი მეორე ვარიანტსაც– შეხვედრა მედიის თანდასწრებით, პირდაპირი ეთერის რეჟიმში, განიხილავდა.
როგორც გოლეთიანი აცხადებდა, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტიდან პოზიციის მოსმენის შემდეგ მიიღებდნენ.
რა გადაწყვეტილებას მიიღებენ "რიონის ხეობის მცველების" გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით უცნობია.


