Accentnews.ge
პარლამენტის თავმჯდომარემ "რიონის ხეობის მცველებს" შეხვედრა შესთავაზა

პარლამენტის თავმჯდომარემ "რიონის ხეობის მცველებს" შეხვედრა შესთავაზა

24/05/2021 10:22:47 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ "რიონის ხეობის მცველებს", რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე აქციას მართავენ, შეხვედრა შესთავაზა. ამის შესახებ განცხადება ვარლამ გოლეთიანმა გააკეთა.

გოლეთიანის თქმით, მათ აქვთ საპირისპირო შეთავაზება, რომ დაიძრებიან პარლამენტის მიმართულებით, მივლენ საკანონმდებლო ორგანოსთან და იქ დაელოდებიან კუჭავას მისვლას და ყველა ერთად მოისმენს რა აქვს სათქმელი ხელისუფლებას, ან მეორე ვარიანტი - შეხვედრა მოხდება მედიის თანდასწრებით, პირდაპირი ეთერის რეჟიმში.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ელოდებიან ზარს პარლამენტიდან და საბოლოო გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებენ.

“დაველოდოთ მათ ზარს, არიან თუ არა ისინი მზად ღია შეხვედრისთვის”, – აცხადებს გილეთიანი.

იგი მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S