Accentnews.ge
ანა ნაცვლიშვილი „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვის გადადებას ითხოვს

ანა ნაცვლიშვილი „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვის გადადებას ითხოვს

24/05/2021 08:22:49 პოლიტიკა

დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი „ამნისტიის შესახებ" პროექტის განხილვის გადადებას ითხოვს. მან შესაბამისი მოთხოვნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დააყენა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

მისი თქმით, პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას არღვევს და თუ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ამნისტიის პროექტს მხარს დაუჭერს, ეს იმას ნიშნავს, რომ კომიტეტი საკუთარ ფუნქციას აუქმებს.

ნაცვლიშვილმა კომიტეტის წევრებს მიმართა, კანონპროექტის განხილვამდე და მის მხარდაჭერამდე იმ ორგანიზაციების მოსმენა მოხდეს, რომელთაც დოკუმენტალურად შეისწავლეს, რა მოხდა 19-20 ივნისს. ასევე, კომიტეტმა მოუსმინოს გენერალურ პროკურორს, სახალხო დამცველს და თავად დაზარალებულებს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოდგენილი ამნისტიის კანონპროექტი არის მწვანე შუქის ანთება, რომ ხვალ ადამიანი აქციაზე გავა, ესვრიან", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის მოთხოვნასა და შეფასებას „ქართული ოცნების" დეპუტატების კრიტიკა მოჰყვა. უმრავლესობის წარმომადგენლებმა ოპოზიციონერ კოლეგას მიმართეს შეკითხვით, იცოდა თუ არა, შარლ მიშელის დოკუმენტის სახით, რას მოაწერა ხელი პარტია „ლელომ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S