Accentnews.ge
"თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია, რომელიც დასრულდება მაშინ, როცა დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი"

"თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია, რომელიც დასრულდება მაშინ, როცა დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი"

23/05/2021 08:15:15 პოლიტიკა

ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მას შემდეგ გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, რაც რეგიონებში ამომრჩეველს შეხვდება. პირველი შეხვედრა დღეს თელავში გაიმართა.

"მიმაჩნია, იყო სწორი გადაწყვეტილება და ის, რომ დღეს ვართ თელავში, არის ნაწილი ჩემ მიერ წარმოდგენილი მოკლევადიანი გეგმის. მნიშვნელოვანია, მქონდეს მჭიდრო ურთიერთობა საზოგადოებასთან, ჩვენს მხარდამჭერებთან, რომ ისინი იყვნენ პროცესში ჩართულები ამ გადაწყვეტილების მიღებისას. არაერთი გადაწყვეტილება იქნება მისაღები სხვადასხვა მიმართულებით. გადაწყვეტილება როგორც კი გამოცხადდება, ვაპირებ მთელ საქართველოში მაღალი ტემპით კამპანიის ჩატარებას - არა ტრაფარეტულად, მართლა, პირდაპირი გაგებით ყველა სოფელში მინდა შესვლა. თუ ვთანხმდებით, რომ ეროვნული უსაფრთხოების, სოციალური უსაფრთხოების საფრთხეა ოლიგარქია, ამასთან შემრიგებლობა არ შეიძლება. ბოლომდე ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ მოიპოვება, ნახევარი ძალებით ბრძოლით ოლიგარქს ვერ დაამარცხებ. თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია, რომელიც დასრულდება მაშინ, როცა დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი. ამის პირობას ვდებ", – აცხადებს მელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S