კობახიძე - გახარიას გუნდზე: "გამოჩნდება რა ფულით გეგმავენ პოლიტიკურ საქმიანობას, რომელი ტელევიზიები დაუჭერენ მხარს"
23/05/2021 10:49:33 პოლიტიკა
"ყველაფერი გამოჩნდება უახლოეს მომავალში, გამოჩნდება, რა ფულით გეგმავენ პოლიტიკური საქმიანობის წარმოებას, რომელი ტელევიზიები დაუჭერენ მხარს", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა თვითმმართველობის არჩევნების დამაჯერებლად მოგებაა:
„ეს ყველაფერი ბუნებრივია, ცხადად გვიჩვენებს იმას, თუ რომელი მიმართულებით იქნება ესა თუ ის პოლიტიკური პარტია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის, ჩვენთვის საინტერესოა ჩვენი დღის წესრიგი, ის, რომ ამ არჩევნებზე მივიღოთ სათანადო შედეგი და შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული. ნებისმიერ პირს, ნებისმიერ პარტიას შეუძლია გააქტიურდეს, ეს არის მათი უფლებაა. ჩვენი ამოცანა არის ამ არჩევნების დამაჯერებლად მოგება და ამისთვის ვართ მათ შორის დღეს შეკრებილები“.


