"მიზანშეწონილი არ არის!" – კონფერენციას მოწინააღმდეგეები მოსამართლეებს შორისაც გამოუჩნდა
21/05/2021 09:45:16 პოლიტიკა
მოსამართლეთა კონფერენციას, რომელიც 26 მაისისთვის ჩაინიშნა, მოწინააღმდეგეები მოსამართლეთა შორისაც გამოუჩნდა. კერძოდ, მოსამართლე ქეთი მესხიშვილი აცხადებს, რომ ღონისძიების ჩატარება ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის.
"ვფიქრობ, როცა ჩვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული დღეს, რა სამართლებრივი განვითარება ექნება ქვეყანას ხვალ, მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარება, თუნდაც კანონის მოთხოვნის ფარგლებში, ახლა, ამ ვითარებაში, ძალიან არ არის მიზანშეწონილი. გარემოებათა მიზანშეწონილობის გათვალისწინება კი ყველა კანონის ნაგულისხმევი პირობაა," - წერს მოსამართლე სოციალურ ქსელში.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა კონფერენციის გადადებას ითხოვენ. მოსამართლეთა კონფერენციაზე უნდა უყარონ კენჭი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ 4 მოსამართლე წევრს.
იხილეთ ასევე: „კლანი“ შეტევაზე გადმოდის“ – რა ხდება სასამართლოში?


