საქართველო აშშ-სგან 67 მილიონ აშშ დოლარამდე გრანტს მიიღებს, 330 მილიონამდე გაზრდის პერსპექტივით
21/05/2021 06:02:13 პოლიტიკა
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის (წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოთი (USAID) ხელი ეწერება საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხელმოწერის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 11:00 საათზე გაიმართება.
ცერემონიას გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.
შეთანხმებას ხელს აწერენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.
აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონი აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.


