Accentnews.ge
"ვიმედოვნებ, „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით"

"ვიმედოვნებ, „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით"

20/05/2021 10:01:51 პოლიტიკა

"ვიმედოვნებ, „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩართული იყოს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებულ დისკუსიებში:

„ვიმედოვნებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, რადგან ჩემთვის ეს არის ლოგიკური ნაბიჯი და ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა საარჩევნო რეფორმის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიებში, ასვე სასამართლო რეფორმის ირგვლივ მიმდინარე განხილვებში და სხვა მნიშვნელოვან რეფორმებზე მსჯელობის პროცესში".

ამასთანავე, ელჩმა განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება ფუნდამენტური მნიშვნელობისაა:

„მე პოზიტიურად ვუყურებ იმას, თუ როგორ ჩაერთო ყველა მხარე ამ გამოწვევის დაძლევის პროცესში და როგორც ვიცი, ჩვენ უკვე წინ წავიწიეთ საკვანძო საკითხებში. ასე რომ, ამ განწყობის შენარჩუნება, სადაც ორივე - როგორც მმართველ ძალას, ასევე ოპოზიციას სჭირდება პასუხისმგებლობის აღება და საჭირო კომპრომისების პოვნა, იქნება ფუნდამენტური ამ პროცესში. საერთო ჯამში, ამ პროცესით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, რომ პარლამენტში ძალაუფლების განაწილებით ჩვენ შევძლებთ რეალურად ისეთი პარლამენტის ჩამოყალიბებას, რომელიც სრული დატვირთვით ფუნქციონირებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S