Accentnews.ge
"ვმუშაობთ, რათა ენგურზე თავისუფალი გადაადგილება აღდგეს”

"ვმუშაობთ, რათა ენგურზე თავისუფალი გადაადგილება აღდგეს”

20/05/2021 09:36:30 პოლიტიკა

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ენგურის ხიდზე იმყოფებოდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოსახლეობის ტესტირების პროცესს გაეცნო.

„ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის შემსუბუქება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის და საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ბუნებრივია, ამ კონტექსტში განიხილება საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უფლების სრულფასოვნად აღდგენა. როგორც ცნობილია, ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგით არაერთი ქმედითი ნაბიჯი და განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები ჩვენს ხელთ არსებული არაფორმალური კომუნიკაციის არხების გამოყენებით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ამ ეტაპისთვის ენგურზე თავისუფალი გადაადგილება ნებადართულია პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ხოლო მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისთვის, გადაადგილება კვლავ აკრძალულია. ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა ფარული გზებით ცდილობს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. 2021 წლის 7 აპრილს მდინარე ენგურში ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S