წულუკიანი – ნინოწმინდაზე: "თუ რამე გამოსასწორებელია, უწყებები ეკლესიასთან შეთანხმებით გამოასწორებენ"
20/05/2021 08:05:20 პოლიტიკა
კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, სახელმწიფოს წარმომადგენლები და სოციალური მუშაკები ნინოწმინიდს ბავშთა სახლში უპრობლემოდ შედიან. როგორც მან აღნიშნა, თუ რამე გამოსასწორებელია, შესაბამისი უწყებები ეკლესიასთან შეთანხმებით გამოასწორებენ.
"სახელმწიფოს წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები, ნინოწმინდაში და ყველა სახლში, რომელსაც მართავს ესა თუ ის ეპარქია, შედიან უპრობლემოდ. ჩვენ ვიცით, რომ სოციალური მუშაკები იქაც იყვნენ და ვიცით მათი ვიზიტის შედეგები. თუ რაიმეა გამოსასწორებელი, რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი უწყება, ეკლესიასთან თანამშრომლობით, გამოასწორებს. მე პირადად ამ სახლს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ ბათუმში მსგავს დაწესებულებას, რომელიც მინდა გითხრათ, რამდენჯერაც ვყოფილვარ, მე პირადად, როგორც ადამიანების უფლებათა სპეციალისტს, არ დაგავიწყდეთ, არც ერთი პრობლემა იქ არ დამინახავს. ნინოწმინდას არ ვიცნობ, თუმცა ვიცი, რომ სოციალური მუშაკები ბრძანდებოდნენ, სახალხო დამცველი რომ გამოჯანმრთელდება, თუ მასაც დაუშვებენ იმ სახლში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება", – განაცხადა წულუკინმა.
საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, მის წარმომადგენლებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევენ.


