Accentnews.ge
„ლელომ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრად გიორგი სიორიძე წარადგინა

„ლელომ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრად გიორგი სიორიძე წარადგინა

20/05/2021 08:20:41 პოლიტიკა

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ფრაქციის წარმომადგენელად გიორგი სიორიძე წარადგინა.

"ჩვენ, როგორც ოპოზიციურ ფრაქციას გვაქვს საშუალება, წარვადგინოთ ცესკო-ს წევრად ბატონი გიორგი სიორიძე. გამორჩეული ერუდიციის ადამიანი, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში, უშუალო მონაწილეა და შეიძლება ითქვას, თანაავტორიც […] მიგვაჩნია, რომ ცესკოში მისი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება იმისათვის, რომ ცესკოს დაეტყოს რეალური ცვლილებები”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, “ამბიციური საარჩევნო რეფორმა” ცენტრალური საარჩევნო კომისიის 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით დაკომპლექტებას გულისხმობს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი უნდა იყოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S