„შესაძლოა, ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორიც თბილისს“
19/05/2021 19:05:17 პოლიტიკა
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, თბილისს ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
„შემიძლია დავიტრაბახო, რომ შესაძლოა, ბევრ ევროპულ, ჩვენზე უფრო ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც თბილისს. ჩვენი დაპირებაც იყო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო.
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადამიანებს უფრო მეტი სტიმული მივცეთ, გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შესაბამისად, ეს რეფორმა წამოწყებულია, რომ გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე იყოს კომფორტული, უსაფრთხო და სწრაფი. ამისთვის არის ზუსტად წამოწყებული ის რეფორმა, რომელიც უკავშირდება ჩვენს სატრანსპორტო კომპანიას“, – განაცხადა კახა კალაძემ.


