კალიურანდი: "მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვუცხადებ მხარდაჭერას საქართველოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებს"
18/05/2021 19:35:43 პოლიტიკა
"მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებს", – ამის შესახებ ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი აცხადებს.
"ვამაყობ, რომ შევხვდი ჩემს ძველ მეგობარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, რომელიც ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს, ქვეყნის ევროპულ და ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებს", – წერს კალიურანდი სოციალურ ქსელში.


