Accentnews.ge
ზურაბ ჯაფარიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

ზურაბ ჯაფარიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

18/05/2021 11:40:35 პოლიტიკა

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ აპირებს, იბრძოლოს თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობისთვის, ხოლო თუ თუ შემოთავაზება იქნება, თანახმაა, იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატიც.

"თუ შემოთავაზება იქნება თანახმა ვარ. ისედაც ვაპირებ, რომ დავდგე და თუ ერთიანი კანდიდატი იქნება, ცხადია, უკეთესია. ჯერ–ჯერობით რაიმე ასეთი კონსულტაცია არ ყოფილა. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გაყალბების მიუხედავად, ჩვენ ყველაზე პატარა დანახარჯებით თბილისში მე-3 ადგილზე გავედით. შესაბამისად, ჩვენს პარტიას აქვს ამბიცია, რომ თბილისში ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი,"- აცხადებს ჯაფარიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S