Accentnews.ge
"ევროპული საქართველო" საწვავის ფასის 40 თეთრით შემცირების მექანიზმზე საუბრობს

"ევროპული საქართველო" საწვავის ფასის 40 თეთრით შემცირების მექანიზმზე საუბრობს

18/05/2021 09:43:09 პოლიტიკა

„ევროპულმა საქართველომ“ აქციზის გადასახადის გაუქმების მოთხოვნით თბილისში აქცია გამართა.

როგორც პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამბობს, გეგმაა, საქართველოს მოქალაქეებამდე მიიტანონ გზავნილი.

„საწვავის ფასი გაზარდა ივანიშვილის რეჟიმმა, როდესაც გაგვიზარდა ყველას აქციზის გადასახადი, რომ მეტი ფული ჰქონოდათ საკუთარი პოლიტიკური ნეპოტიზმისთვის, ბიუროკრატიისთვის, მავნებლობისა და კორუფციისთვის. ეს გააკეთეს რამდენიმე წლის წინ და ამის შემდეგ ეს წნეხი აწევს ყველა ქართულ ოჯახს. მარტივი ნაბიჯით, აქციზის გადასახადის გაუქმებით შესაძლებელია საწვავის ფასის 40 თეთრით შემცირება, რაც აისახება შემდეგ ყველაფრის ფასზე. ზოგადად, შესაძლებლობებზე ყველა ჩვენი მოქალაქის, რომ აწარმოონ საქმიანობა, იშოვონ სამსახური, შეიძინონ პროდუქტი, გაუადვილდეთ ცხოვრება ამ საერთო გასაჭირის დროს. ეს არის მარტივი ნაბიჯი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარტია კამპანიის წარმოებას გეგმავს.

საწვავი საქართველოში 2020 წლის დასაწყისიდან ამ დრომდე 50 თეთრით არის გაძვირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S