Accentnews.ge
კალაძე არ აკონკრეტებს, იყრის თუ არა კენჭს მეორედ თბილისის მერად

კალაძე არ აკონკრეტებს, იყრის თუ არა კენჭს მეორედ თბილისის მერად

18/05/2021 08:26:34 პოლიტიკა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ აკონკრეტებს, იყრის თუ არა კენჭს მეორედ თბილისის მერად.

„ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, როგორც მოგეხსენებათ, არჩევნები არის შემოდგომაზე, ამიტომ დაველოდოთ, ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაო, ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. შესაბამისად, როცა ამის დრო მოვა, გულწრფელად გეუბნებით, პირველები იქნებით, ვინც გაიგებთ პარტიის თავმჯდომარისგან და ჩემგან ამ ინფორმაციას. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს ამ პოლიტიკურ გუნდს და დარწმუნებული ვარ, ამ თვითმმართველობის არჩევნებზე ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ესწრებოდა გუშინ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას, კალაძემ დღეს მედიის წარმომადგენლებთან მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ ამის ორი მიზეზი ჰქონდა.

„ვემზადებოდი პრეზენტაციისთვის, ასევე, კონტაქტი მქონდა ინფიცირებულთან და ველოდებოდი ტესტის პასუხს",- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S