Accentnews.ge
"მინდა მჯეროდეს, რომ პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე"

"მინდა მჯეროდეს, რომ პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე"

18/05/2021 08:20:35 პოლიტიკა

"მინდა მჯეროდეს, რომ ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე, წინსვლაზე, რეფორმებზე და ის საშინელი, ქაოტური პროცესი, რაც გამოვიარეთ თითქმის 30 წლის განმავლობაში, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის 4 - წლიანი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

კალაძემ ისაუბრა, თუ რა რეფორმები განხორციელდა დედაქალაქში მისი მერობის დროს, მათ შორის ურბანული მიმართულებით. როგორც კალაძემ აღნიშნა, ურბანული მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა.

იგი იმედოვნებს, რომ მისი მერობის დროს დაწყებული რეფორმები მომავალშიც შეუფერხებლად განხორციელდება.

„მე მიმაჩნია, რომ ჩვენმა გუნდმა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც შექმნა, ეს არის საფუძველი იმისა, თუ როგორ თანმიმდევრულად უნდა განხორციელდეს ყველა რეფორმა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რაც აუცილებელია ევროპული თანამდეროვე დედაქალაქის სწორად ფუნქციონირებისთვის, მოქალაქეების უსაფრთხო ცხოვრებისათვის. მომავალში, ამ რეფორმების გაგრძელებით დარწმუნებული ვარ, რომ წლების მერე თბილისი იქნება გამართული ურბანული პოლიტიკის მატარებელი ქალაქი - თანამედროვე სატრანსპორტო ქსელით, მწვანე ზონებით, ეკოლოგიურად სუფთა და ჰარმონიული გარემოთი. მინდა მჯეროდეს, რომ ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე, წინსვლაზე, არ იმოქმედებს რეფორმებზე და ის საშინელი, ქაოტური პროცესი, რაც გამოვიარეთ თითქმის 30 წლის განმავლობაში, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა“, - აცხადებს კალაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S