Accentnews.ge
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო დმანისში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო დმანისში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება

17/05/2021 15:45:30 პოლიტიკა

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო დმანისში საქართველოს მოქალაქეებს – ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება.

საელჩოს განცხადებით, მას მარკეტზე (რომლის მფლობელებიც საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები არიან) განხორციელებულ თავდასხმაზე მყისიერი რეაქცია ჰქონდა: საელჩოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და დაეკონტაქტნენ სამართალდამცავ უწყებებს, ასევე ადგილობრივ მთავრობას.

საელჩოს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჭირო ზომები ტარდება.

საელჩოში აცხადებენ, რომ ამ უსიამოვნო მოვლენის ეთნიკური ნიშნით კონფრონტაციის მონათვლად არ შეესაბამება საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობებს.

საელჩო ეთნიკურ აზერბაიჯანელებს მოუწოდებს, არ აყვნენ პროვოკაციას, გამოიჩინონ პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა.

საელჩოს განცხადებით, ინციდენტი მხოლოდ სამართლებრივი გზებით უნდა მოგვარდეს და დამნაშავეები კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ ინდივიდუალურად.

საელჩოს განცხადებით, ის გააგრძელებს კომუნიკაციას შესაბამის ინსტიტუტებთან ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად.

იხილეთ ასევე: ამბის ორი მხარე – „ლუდის“ საქმე, თუ კონფლიქტი ღრმა ფესვებით?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S