ზუგდიდის მერი თანამდებობიდან გადადგა
17/05/2021 06:25:20 პოლიტიკა
ზუგდიდის მერი გეგა შენგელია დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.
მერი მის საკმაოდ ვრცელ პოსტში პოზიტიურად აფასებს საკუთარ საქმიანობას, თუმცა თანამდებობის სატოვების კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს.
„ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, არის და იქნება სწორ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ადამიანური ურთიერთობები, კეთილსინდისიერება პირად ურთიერთობებში, საჯარო სამსახურსა თუ პოლიტიკაში.შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა“,– წერს შენგელია.
ამასთან, შენგელია აღნიშნავს, რომ ქალაქის სამსახურში ყოველთვის იქნება როგორც „რიგითი ზუგდიდელი ამ თუ სხვა პოზიციაზე“.


