Accentnews.ge
ოხანაშვილი გახარიასთან დებატების სურვილს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ  ექს–პრემიერის ადგილი პოლიტიკაში არ არის

ოხანაშვილი გახარიასთან დებატების სურვილს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ  ექს–პრემიერის ადგილი პოლიტიკაში არ არის

15/05/2021 05:35:05 პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილ ი აცხადებს, რომ ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით ექს–პრემიერმა გიორგი გახაიამ მერყევი ხასიათი გამოავლინა და "მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის".

„რაც შეეხება ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებს, პოლიტიკაში და ყველგან ძალიან მნიშვნელოვანია სიმტკიცე - რამდენად შეუძლია პოლიტიკოსს გაუძლოს ერთი მხრივ წნეხს, მეორე მხრივ, გამოწვევას, რთულ დატვირთვას და მძიმე გრაფიკს; იხელმძღვანელოს სახელმწიფოებრივად და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად. ეს ყველას არ გამოსდის. როდესაც დესტრუქციული, რადიკალური მოქალაქე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას და გამოწვევას უკეთებს სახელმწიფოს, სადაც შენი მოქალაქეები უყურებენ, სახელმწიფო რამდენად დაიცავს სამართლებრივ სახელმწიფოს. ყველა სხვა თუ იცავს, ვინ არის ნიკანორ მელია, რას წარმოადგენს, რომ ის უფრო მაღლა დადგეს, ვიდრე ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო?! როცა ადამიანი მერყეობს, მე ვფიქრობ, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის. თუ ის პოლიტიკაში შემოვა, მოგვეცემა, ალბათ, საშუალება დებატებში დავსხდეთ როგორც მის თანაგუნდელებთან, ასევე მასთან და საზოგადოებამ გადაწყვიტოს ვინ იყო მტკიცე, ვინ იყო პრინციპების ერთგული", - განაცხადა ოხანაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა. მისი თქმით, მიზეზი ნიკა მელიას დაკავების საკითხზე მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S