Accentnews.ge
"ვპირდები კობახიძეს, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ უნდა, რომ მივიღოთ"

"ვპირდები კობახიძეს, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ უნდა, რომ მივიღოთ"

14/05/2021 13:21:49 პოლიტიკა

"კობახიძეს ვპირდები, ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მას არ უნდა, რომ მივიღოთ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

"მოვისმინე დღეს ირაკლი კობახიძის განცხადება. დიდი ხანია ადეკვატურობა დაკარგა ბატონი კობახიძის განცხადებებმა, მაგრამ ერთი რამ მინდა მას შევპირდე, "ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არ უნდა კობახიძეს, ივანიშვილს და სხვა მის მსახურებს. ძალიან მალე იქნება ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ჩვენი პარტია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა და წარმოიდგინეთ, რამდენად სუსტი იქნება ოპოზიცია პარლამენტში ამ რეალობაში, თუნდაც გარადამავალ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე. ამიტომ ვპირდები კობახიძეს, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ უნდა მას, რომ ჩვენ მივიღოთ", - აცხადებს დეკანოიძე.

ცნობისთვის: "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა,რომ "უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატიისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S