"თუ ვინმეს არაფერი უნდა უხაროდეს, ბატონი კობახიძეა, რადგან მორალური და პოლიტიკური უპირატესობა უკვე მოპოვებული გვაქვს"
14/05/2021 11:04:39 პოლიტიკა
"ვიქნებით თუ არა პარლამენტში, თუ ვინმეს არაფერი უნდა უხაროდეს, ბატონი კობახიძეა, რადგან მორალური უპირატესობა, პოლიტიკური უპირატესობაც და ბევრი სხვა უპირატესობაც უკვე მოპოვებული გვაქვს", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
"შეიძლება, გაუმართლოს ბატონ ირაკლი კობახიძეს და ეს განცხადება, რომელიც მან გააკეთა, დაკმაყოფილდეს. ესეც შეიძლება, დავუშვათ, ხო? დაგველოდოს ბატონი ირაკლი. ყველა ვარიანტში, ვიქნებით თუ არა პარლამენტში, ვინმეს თუ არაფერი არ უნდა უხაროდეს, ბატონი კობახიძეა, რადგან მორალური უპირატესობა, პოლიტიკური უპირატესობაც და ბევრი სხვა უპირატესობაც უკვე მოპოვებული გვაქვს იმ ძალაზე, რომელსაც მიტაცებული აქვს მართვის სადავეები",-განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება პარტიაში ბევრ ადამიანს აქვს მიღებული, მაგრამ საბოლოო განცხადება მას შემდეგ გაკეთდება, რაც რეგიონის მოსახლეობას შეხვდება.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ "უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატიისთვის, თუ ენმ პარლამენტში არ იქნება".


