Accentnews.ge
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიური თავისუფლების ანგარიშში საქართველოზეცაა საუბარი

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიური თავისუფლების ანგარიშში საქართველოზეცაა საუბარი

13/05/2021 14:49:19 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიური თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

ყურადღება მახვილდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვიტარებაზე. კერძოდ, ნათქვამია, რომ დე ფაქტო ლიდერები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ზოგიერთი რელიგიური დაჯგუფების საქმიანობას კრძალავენ:

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს მართლმადიდებელ ეკლესიებზე, შეუერთდნენ რუსეთის ეკლესიას.

წყაროები აცხადებენ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად და არაოფიციალურად უჭერს მხარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ ეკლესიებს, რომლებსაც არ აქვთ ავტოკეფალია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართველ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის ნება არ დართო. რელიგიური ფიგურების ინფორმაციით, აფხაზეთში ზოგიერთი რელიგიური მოღვაწე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შერწყმას უჭერს მხარს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S