Accentnews.ge
"მხარეებმა უნდა იმუშაონ იმისათვის, რომ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ამომრჩევლთა სრული ნდობის პირობებში ჩატარდეს"

"მხარეებმა უნდა იმუშაონ იმისათვის, რომ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ამომრჩევლთა სრული ნდობის პირობებში ჩატარდეს"

13/05/2021 12:34:05 პოლიტიკა

"ვიცი, რომ საარჩევნო რეფორმაზე მიმდინარეობს მუშაობა, მისასალმებელია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, იმუშაონ მხარეებმა იმისათვის, რომ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ამომრჩევლთა სრული ნდობის პირობებში ჩატარდეს", – ამის შესახებ საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

"მნიშვნელოვანია, ეს პროცესი განვითარდეს და ყველა პარტიამ, პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრებმა გადადგან შემდეგი ნაბიჯი და პარლამენტის წევრობა მიიღონ. ვიცი, რომ საარჩევნო რეფორმაზე მიმდინარეობს მუშაობა, მისასალმებელია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, იმუშაონ მხარეებმა იმისათვის, რომ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ამომრჩევლთა სრული ნდობის პირობებში ჩატარდეს. მოლაპარაკებების პროცესში, სასამართლოს რეფორმა ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი იყო. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების და პოლიტიკური პარტიის ნდობით სარგებლობდეს სასამართლო და მთლიანობაში მართლმსაჯულება. ზუსტად ამიტომ, მოვუწოდეთ პარტიებს და ეს იყო ჩვენი გზავნილი არჩევნების შემდეგი დღიდან პარტიებისადმი, რომ პარლამენტში შესულიყვნენ და პარლამენტის ჭერქვეშ გაეგრძელებინათ მუშაობა სასამართლო, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა დეგნანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S