Accentnews.ge
მელია: "15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს"

მელია: "15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს"

13/05/2021 11:19:09 პოლიტიკა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაანონსებული 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. ამის შესახებ მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ ახლა ვითარება სრულიად შეცვლილია და რეალობა სხვა ძალისხმევას მოითხოვს.

"ვითარება არის სრულიად შეცვლილი. რეალობა მოითხოვს სხვა ძალისხმევას ამ ეტაპზე. 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. ამ ეტაპზე ეს მგონი ისედაც ცხადი იყო", - განაცხადა მელიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლები 15 მაისს მასშტაბურ, შემაჯამებელ აქციას გეგმავდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S