საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
13/05/2021 10:24:19 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს ნატალია ვუტოვას შეხვდა.
"დღეს ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვას შევხვდი. ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, პარლამენტის სამომავლო გეგმებზე და ამ გეგმების განხორციელების პროცესში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ნატალია ვუტოვამ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს ოფისი მზადაა, საქართველოს პარლამენტს შესაბამისი მხარდაჭერა გაუწიოს. ასევე, შეხვედრის ერთ-ერთი თემა ევროკავშირის მედიაციით მომზადებული დოკუმენტი და ამ დოკუმენტის დროული, სრულყოფილი იმპლემენტაციის მნიშვნელობა იყო. როგორც ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, მათ სურვილი აქვთ რომ ჩვენ, უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საპარლამენტო ფორმატში", – აცხადებს კუჭავა.


