Accentnews.ge
ბაქრაძე ამბობს, რომ თანამდებობებზე კენჭისყრას და რომელიმე ფრაქციაში გაწევრიანებას არ გეგმავს

ბაქრაძე ამბობს, რომ თანამდებობებზე კენჭისყრას და რომელიმე ფრაქციაში გაწევრიანებას არ გეგმავს

13/05/2021 08:35:56 პოლიტიკა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ყოფილი ლიდერი, დეპუტატი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ არცერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ აპირებს და საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში განაგრძობს.

"როდესაც „ევროპული საქართველო“ დავტოვე, ვთქვი, რომ პარტიული პოლიტიკიდან ვიღებდი პაუზას, შესაბამისად, არ ვაპირებ არცერთ ფრაქციაში გაწევრიანებას, ვიმუშავებ, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო დეპუტატი.

შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულია საპარლამენტო თანამდებობები, ოპოზიციის წევრებისთვის იმისთვის, რომ არ იყოს ერთპარტიული მმართველობა. ასევე, ჩემი გადაწყვეტილებაა, არ ვიყარო კენჭი არცერთ იმ თანამდებობაზე, რომელსაც განსაზღვრავს შარლ მიშელის დოკუმენტი", - ამბობს ბაქრაძე.

13 მაისს პარტია „ლელომ“ დამოუკიდებელ დეპუტატებთან – სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია შექმნა.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ფრაქციის სახელწოდება იქნება "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის". მისივე თქმით, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იქნება სალომე სამადაშვილი.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S