სამადაშვილი, რომელმაც დღეს ენმ დატოვა, საკუთარი პარტიის შექმნას არ გამორიცხავს

12-05-2021 18:21:57 პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი, რომელმაც დღეს ენმ დატოვა, საკუთარი პარტიის შექმნას არ გამორიცხავს.

"დიდი ხანია, არაფერი დამიწერია ვრცლად. ერთ "პოსტში" -ათიოდე დღის წინ, ვწერდი, რომ ნიკა მელია ევროკავშირის გირაოთი დატოვებს საპატიმროს. გადავწყვიტე, მის გათავისუფლებამდე ბევრი არაფერიც არ დამეწერა. ჩვენი საინფორმაციო სივრცე მძიმეა - ხშირად ვწინასწარმეტყველებთ მოვლენებს, რომლებიც არასდროს ხდება, დეკლარირებას ვუკეთებთ სურვილებს, რომლებიც არ რეალიზდება. მოკლედ, გადავწყვიტე, თუ რამეს დავწერ, ამით დავიწყო. აი, წინა კვირას როგორც ვამბობდი... ვნახოთ, თუ გამომივა. პარტიას თუ დავაარსებ, "სიტყვა და საქმე" მინდა, დავარქვა. ჯერ კი იყო სიტყვა, მაგრამ მაინც დავიღალეთ უშინაარსო სიტყვებით. თუმცა, რომ დაფიქრდე, უკანასკნელი, რაც ამ ქვეყანას სჭირდება კიდევ ერთი პოლიტიკური პარტიაა", –წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: სალომე სამადაშვილმა ევროპული შუამავლობით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა. აღნიშნულის გამო იგი ოპოზიციის რიგმა ლიდერებმა, მათ შორის, თანაპარტიელებმა მწვავედ გააკრიტიკეს. სამადაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ დატოვებდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები