"ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის და დაკავშირებულია ადგილზე რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ კონკრეტულ პროგრესზე"

12-05-2021 17:32:49 პოლიტიკა

"ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის და დაკავშირებულია ადგილზე რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ კონკრეტულ პროგრესზე", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ონლაინ დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც საქართველოს მიერ პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენისა და რეფორმების გატარების თემას მიეძღვნა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს, გადალახოს გამოწვევები, როგორიცაა პანდემია და მისი ეკონომიკური შედეგები.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, შეთანხმება შეიცავს არაერთ მნიშვნელოვან წინადადებას, რომელსაც შეიძლება, გრძელვადიანი გავლენა იქონიოს ქართული დემოკრატიის ჩამოყალიბებაში.

"დემოკრატია არ არსებობს კანონის უზენაესობის მყარი საფუძვლის გარეშე. შეთანხმება კარგი დასაწყისია მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად. ძალაუფლების დანაწილების მექანიზმების გათვალისწინებით, საქართველოს აქვს შანსი, პროგრესული საპარლამენტო მოდელი შექმნას. მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური აქტორებისთვის იმის ახსნა, თუ რა იდგა საფრთხის ქვეშ და რატომ უნდა მომხდარიყო შეთანხმება ახალ დოკუმენტზე", – განაცხადა დანიელსონმა

მისი განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია შეთანხმების სრულფასოვნად განხორციელება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები