"უნდა შეასრულოთ შეთანხმება და იპოვოთ საერთო პლატფორმა, რათა ევროატლანტიკური პერსპექტივა დააახლოოთ"
12/05/2021 13:30:07 პოლიტიკა
ევროპარლამენტარის ანა ფოტიგას განცხადებით, საქართველოს გამოწვევების გაცნობიერების ისტორიული გამოცდილება აქვს.
„საქართველოს აქვს ისტორიული გამოცდილება, რომ გააცნობიერონ დღევანდელი გამოწვევები. თქვენ უნდა შეასრულოთ შეთანხმება და იპოვოთ საერთო პლატფორმა, რათა ევროატლანტიკური პერსპექტივა დააახლოოთ. შევაქებ ევროკავშირს, ასევე პრეზიდენტ ზურაბიშვილს მათ მიერ რურუასთან და მელიასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯის გამო“, – წერს ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში.


