მელია განმარტავს, რა შემთხვევაში დათანხმდება თბილისის მერობის კანდიდატობას
12/05/2021 12:18:50 პოლიტიკა
ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ "მას სხვა გეგმები მაქვს, ვიდრე თბილისის მერობის კანდიდატობაა". თუმცა იქვე დასძენს, რომ თბილისის მერობის კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ოპოზიციონერი კოლეგები ჩათვლიან, რომ ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა.
„ერთ შემთხვევაში დავთანხმდები, თუ ოპოზიციური კოლეგები ჩათვლიან, რომ ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა. მე მზად ვარ, მეგობრულად, კოლეგიალურად მათ სამსახური გავუწიო და მათთან ერთად საზოგადოებას… მე არცერთ ოპოზიციურ ლიდერთან კონსულტაციას არ გავმართავ იმასთან დაკავშირებით, მე უნდა ვიყო თუ არა მერობის კანდიდატი. რატომ იცით? ეს რომ ვაკეთო, მინიმუმ ამის ინტერესი უნდა მქონდეს", – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის: ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერობის არჩევნებზე ოპოზიციას საერთო კანდიდატი უნდა ჰყავდეს და ეს ნიკა მელია უნდა იყოს. ხოლო ნაწილი კი აცხადებს, რომ ეს „ქართული ოცნების” დამარცხებას გაართულებს.


