გერმანიამ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობის ნებართვა შეაჩერა

04-05-2021 21:34:43 ევროპა

გერმანიის საზღვაო ნაოსნობისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა უწყებამ გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობის დასრულების ნებართვა შეაჩერა. ეს დროებითი ზომა ეკოლოგების სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანამდე გაგრძელდება.

სარჩელი ჰამბურგის ადმინისტრაციულ სასამართლოში ამჯერად გერმანიის უძველესმა გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ - NABU-მ წარადგინა. იგი განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში გაზსადენის დაუსრულებელი მონაკვეთის მშენებლობას ეხება.

ეკოლოგებმა პროექტი კრიტიკულად შეაფასეს. მათი აზრით, მარშრუტი, რომელიც 5 საზღვაო ნაკრძალზე გაივლის, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ბალტიის ზღვის საზღვაო გარემოს.

ეს ეკოლოგების პირველი სარჩელი არაა. აპრილის დასაწყისში იმავე ფედერალურმა უწყებამ მათი პრეტენზიები განსახილველად არ მიიღო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები