თურქეთში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს
22/04/2021 11:02:50 პოლიტიკა, საზოგადოება
თურქეთში საქართველოს საელჩო ამავე ქვეყანაში დაწესებულ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ მ/წლის 22 აპრილის 19:00 საათიდან 26 აპრილის 05:00 საათამდე.
ასევე, ძალაში რჩება შაბათ -კვირას და კვირის სამუშაო დღეებში 19:00-05:00 საათებში ქუჩაში გასვლის შეზღუდვა.
„ახალი რეგულაციების შესახებ, ანკარაში საქართველოს საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:
- ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80ქ.
- სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 818 44 00ქ.
- ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 326 22 26ქ.
- იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


