Accentnews.ge
რუსთავის ციხესთან მელიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა – "ნიკას თავისუფლებით ნურავინ ივაჭრებს"

რუსთავის ციხესთან მელიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა – "ნიკას თავისუფლებით ნურავინ ივაჭრებს"

21/04/2021 08:16:10 პოლიტიკა, საზოგადოება

სლოგანით - "ნიკას თავისუფლებით ნურავინ ივაჭრებს" რუსთავის ციხესთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდასაჭერად აქციას გამართეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ვიდრე ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეთანხმების დოკუმენტზე ხელს მოაწერდნენ, მათ ამის შესახებ ნიკა მელიასთვის უნდა ეცნობებინათ.

აქციაზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

ციხესთან მობილიზებულია პოლიციაც. მხარდამჭერებს მელია საკნის ფანჯრიდან მიესალმა.

აქციის მონაწილეები მთავარი მოთხოვნა ნიკა მელიას გათავისუფლებაა, რაც ასევე, მთავარ მოთხოვნად რჩება "ნაციონალური მოძრაობისთვის", რომელიც შეთანხმებას ხელს მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერს. თავად ნიკა მელიას პოზიცია უცვლელია, ის გირაოს გადახდას არ აპირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S