Accentnews.ge
ბოლქვაძე - მაყაშვილზე: “10 წელი სად იყო?”

ბოლქვაძე - მაყაშვილზე: “10 წელი სად იყო?”

15/04/2021 16:19:44 პოლიტიკა

უმრავლესობის დეპუტატი ელისო ბოლქვაძე მსახიობ ბესო ზანგურის გარშემო ამტყდარი სკანდალის შესახებ ამბობს, რომ საკითხი გამოძიებას და გარკვევას საჭიროებს, თუმცა ძალადობაში მამხილებელი ყოფილი მეუღლის - ნინუცა მაყაშვილის ნაამბობში ეჭვი შეაქვს.

"ეს არის ზეპირსიტყვიერება. ადამიანი გამოდის და 10 წლის შემდეგ იძახის ძალადობაო, მაშინ 10 წელი სად იყო?", - ამბობს ბოლქვაძე ჟურნალისტების კითხვის პასუხად, - "ძალადობა არის ცალსახად დასაგმობი, მაგრამ ეს იყო ძალადობა, არ იყო ძალადობა, ვინ როგორ გამოიყენა, ეს არის შესასწავლი თემა”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

პიანისტი დეპუტატი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს რობერტ სტურუასაც გამოექომაგა:

“ეს არ არის ძალადობის წახალისება. რობერტ სტურუა არის ჩვენი საქართველოს ძალიან დიდი სიამაყე. ეს ადამიანი არის უდიდესი ხელოვანი", - განაცხადა ბოლქვაძემ, - " იმ ადამიანმა შეიძლება მხარი დაუჭირა იმ ადამიანს, რომელზეც ეუბნებიან, რომ იყო ძალადობაში ჩათრეული, მაგრამ ის ამბობს, რომ ჯერ გაარკვიეთ".

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლის ბესო ზანგურის მხრიდან სისტემატური ძალადობის შესახებ რუსთავი 2-ის გადაცემა ფარულ კონვერტში ისაუბრა. მსახიობის ნაამბობმა თეატრის მსახიობებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია - უმეტესმა მათგანმა სავარაუდო ძალადობის მსხვერპლ ქალს მხარი დაუჭირა, თუმცა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ და თეატრალური საზოგადოების რამდენიმე ცნობილმა წარმომადგენელმა სავარაუდო მოძალადეს გამოუცხადა მხარდაჭერა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S