Accentnews.ge
საპატრიარქო – რიონის ხეობის მოვლენებზე: "დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია და კატეგორიული ტონი"

საპატრიარქო – რიონის ხეობის მოვლენებზე: "დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია და კატეგორიული ტონი"

14/04/2021 11:27:20 საზოგადოება

საპატრიარქო ბოლო დღეებში რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ დაუშვებელია სიტუაციის ესკალაცია და კატეგორიული ტონი, რომელიც დიალოგის შესაძლებლობას არ ტოვებს.

"შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა. ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები ნამახვან-ჰესის პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს. დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთ მოსმენის შესაძლებლობას. პატივისცემით მივმართავთ ყველა მხარეს და ვთხოვთ, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას",-ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ცნობისთვის: პოლიციამ რიონის ხეობაში, „გუმათჰესთან“ რკინის ბარიკადები აღმართა და აქტივისტებს ნამახვანისკენ გადაადგილების საშუალებას ამ დრომდე არ აძლევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S