რამდენი დეპუტატია კოვიდ–ინფიცირებული პარლამენტში
12/04/2021 07:36:30 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს პარლამენტში ამ დროისთვის 7 დეპუტატია კოვიდ–ინფიცირებული.
კერძოდ, ინფიცირებულები არიან დეპუტატები "ქართული ოცნებიდან": მამუკა მდინარაძე, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი, მაია მენაღარიშვილი, ირაკლი მეძმარიაშვილი და მიხეილ დაუშვილი.
ყველა მათგანი სახლში მკურნალობს და თავს კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კორონავირუსი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც დაუდასტურდა.
ბოლო პერიოდში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 288 755 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 277 829 პირი გამოჯანმრთელდა, 3 883 პაციენტი გარდაიცვალა.


