კალაძე - ვაშლიჯვრის მეწყერზე: “მიზანმიმართულად ცდილობენ პანიკის დათესვას”
07/04/2021 07:56:12 პოლიტიკა, საზოგადოება
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვაშლიჯვრის მეწყერთან დაკავშირებით “კონკრეტული ადამიანები მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებენ”.
“სამწუხაროდ, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია, დათესონ პანიკა და ა.შ. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ არ დაუჯეროთ არავის, ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან და ჩვენი ყოველდღიური გამოსვლებით ვცდილობთ, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია არსებულ მდგომაროებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობთ ფერდზე, სადაც რამდენიმე ათეული წელია არსებობს ეს პრობლემა”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შესაბამისი უწყებების მიერ შემუშავებულია ევაკუაციის გეგმა.
"ამ დროისთვის მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს", - დასძინა მან.


