Accentnews.ge
"თუ ოპოზიცია საკუთარ დამოკიდებულებებს გადახედავს, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის"

"თუ ოპოზიცია საკუთარ დამოკიდებულებებს გადახედავს, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის"

06/04/2021 11:27:59 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.

მისი განცხადებით, "ქართული ოცნება" განაახლებს ოპონენტებთან დიალოგს იმ შემთხვევაში, „თუ ოპოზიცია საკუთარ დამოკიდებულებებს გადახედავს".

„ჩვენ ყოველთვის მზადყოფნა გვქონდა და ვთვლით, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა ნამდვილად არ აქვს. თუ ოპოზიცია გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებებს და მოსაზრებებს იმ პირობებთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ გვქონდა მსჯელობა ბოლო დიალოგზე, ჩვენ მზად ვიქნებით მომავალშიც“, - განუცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S